Georgisch
აცრები ზოგადად
ადამიანების გადამდები დაავადებებისაგან დასაცავად გაკეთებულ ვაქცინას აცრა ქვია. ზოგიერთი დაავადებისაგან თავის დასაცავად სავალდებულოა სისტემატურად აცრის ჩატარება (მაგალითად ტეტანუსის საწინააღმდეგოდ). სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ საკმარისია ერთი ან ორი აცრა (მაგალითად: დამბლის) საწინააღმდეგოდ.
ვაქცინაცია აძლიერებს სხეულის თავდაცვის უნარიანობას. მას აგრეთვე იმუნურ სისტემასაც უწოდებენ. ვაქცინაციას იმუნური სისტემა მიყავს იქამდე რომ ის თავად აწარმოებს ნივთიერებას დაავადებებისაგან თავის დასაცავად. ამ ნივთიერებებს ანტისხეულები ეწოდება.
ვაქცინაცია ადაბლებს დაავადების რისკს. როდესაც ვირუსები, ბაქტერიები ან სოკოები სხეულში მოხვდებიან, ასეთ დროს საუბრობენ ინფექციაზე. ზოგიერთი ინფექცია არის მომაკვდინებელი. აცრით შესაძლოა ინფექციების და ისეთი ჯანმრთელობის დაზიანების თავიდან აცილება, რომლებიც წლების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს.
ზოგადი ინფორმაცია კორონას საწინააღმდეგო აცრის შესახებ
გერმანიაში დაშვებულია ბიონტეხის /პფაიზერ (,,კომერნატი“), მოდერნა (,,სპიკევაქსი“) ასტრა ზენეკასა (,,ვაქცერვია“) და ჯონსონ & ჯონსონ მწარმოებელთა ვაქცინები. 2021 წლის ნოემბრიდან გერმანიაში ასაცრელად აღარ გამოიყენება ვაქცერვია და ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინები.
ყველა ვაქცინა ააქტიურებს სხეულის თავდაცვით უნარიანობას, ეგრეთ წოდებულ იმუნურ თავდაცვას, რომელიც სხეულს ვირუსებიდან იცავს. ამისათვის სხეული აწარმოებს საკუთარ თავდაცვით ნივთიერებებს, რომლებიც სხეულს ვირუსისაგან იცავენ. აცრის საშუალებით სხეული ,,სწავლობს,, თუ როგორ უნდა დაიცვას საკუთარი თავი.
ყველა ვაქცინა კარგად იცავს კოვიდ-19 დაავადების რთული ფორმებისაგან და ზოგ შემთხვევაში სიკვდილისაგანც. რამდენადაც ცნობილია, ვაქცინების მოქმედების შედეგიანობას შორის რაიმე არსებითი სახის სხვაობა არ არსებობს. ცნობილია რომ ვაქცინები პირველი აცრის შემდეგ კარგად და მეორედ აცრის შემდგომ კი საუკეთესოდ მოქმედებენ.
ვინც კოვიდ-19 წინააღმდეგ არ არის აცრილი, აცრებს შორის რამოდენიმე კვირის ინტერვალით უნდა აიცრას ორჯერ mRNA აცრით ბაიონტეკი / პფაიზერი (ბიონტეკ) ან მოდერნა (სპიკევაქს).
გერმანიაში უმეტესწილად ახალგაზრდა 12 დან 30 წლამდე ადამიანები იცრება ბიონტეკ / პფაიზერის ვაქცინით. ბიონტეხი ევროპაში დასაშვებია აგრეთვე 5 დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, მათ უკეთებენ სპეციალურ საბავშვო დოზას.
მოდერნას ვაქცინა სპიკევაქს დასაშვებია ადამიანებისათვის რომელთა ასაკიც 18 წელს აღემატება.
ფირმა ასტრა ზენეკას ვაქცინა ვაქცევრია, დაშვებულია 18 წლიდან ასაკის პირებისათვის. 2021 წლის ნოემბრიდან გერმანიაში ეს აცრა აღარ კეთდება.
ჯონსონი & ჯონსონის ვაქცინა უკეთდება 18 წელს გადაცილებულ პირებს, მაგრამ სუსტი შედეგების გამო ის გერმანიაში აღარ გამოიყენება ასაცრელად. ის ვინც ჯონსონ & ჯონსონ ერთხელ უკვე აიცრა, აცრის უკეთესი შედეგიანობისათვის 4 კვირის შემდეგ დამატებით უნდა იაცრას mRNA (სპიკევაქს ან ბიონტეკ) ვაქცინით. მეცნიერების დასკვნით ჯონსონ & ჯონსონით ერთი აცრა საკმარისი არ არის სრული იმუნიზაციისათვის.
გერმანიაში ამჟამად ხდება მოდერნას ფირმის სპიკევაქსის ვაქცინის და ბიონტეხ / პფაიზერის ფირმების, კომირნატის ვაქცინებით აცრა. კომირნატი ძირითადად უკეთდება 30 წლამდე ასაკის ადამიანებს. ასაკში შესული ადამიანები ძირითადად იკეთებენ სპიკევაქსის ვაქცინას.
რა ხდება აცრის შემდგომ?
სხეული რეაგირებს ვაქცინაზე და წარმოქმნის საკუთარ დამცავ ნივთიერებებს. ამიტომ ხანდახან სხეულს აქვს ვაქცინაზე რეაქციები, რომლებიც იგრძნობა და არასასიამოვნოა. უმეტეს შემთხვევაში ეს რეაციები არის მსუბუქი და რამდენი დღეშივე ქრება. აცრით გამოწვეული შესაძლო რექციებია: ტკივილები და დაწოლის შეგრძნება ჩხვლეტის ადგილას, წითელი კანი, ან გასიებები. შესაძლოა გამოიწვიოს აგრეთვე დაღლილობა, თავის ტკივილები, სიცხე, ციებ-ცხელება, გულისრევა და კუნთების ტკივილი.
ჩვენი სხეულები ყველანი განსხვავდებიან და ისინი სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. ამიტომ ზოგიერთი ადამიანი აცრის რეაქციებს ძლიერ გრძნობს, სხვები მარტივად და ზოგიერთის სხეულს კი საერთოდ არ აქვს რეაქცია.
აცრაზე რეაცქია ეს კარგის ნიშანია. ეს აჩვენებს რომ აცრა მოქმედებს და სხეული იწყებს საკუთარი თავის დაცვას.
გვერდითი მოვლენები არ არის კარგი და შესაძლებელია საშიშიც იყოს. ესენი უკიდურესად იშვიათია. ტიპიური, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენაა ვაქცინაზე ალერგიული რეაქცია.
თუ აცრის შემდგომ მოიმატა ტემპერატურამ და სიცხე 3 დღის გასვლის შემდეგაც არ გაქრა, მაშინ ასეთ შემთხვევაში მიაკითხეთ ექიმს. თუ ასტრა ზენეკას ვაქცინით ვაქზევრია აცრის შემდეგ ძლიერი თავის ტკივილები გაქვთ და ტკივილები რამდენიმე დღე გრძელდება, სასწრაფოდ უნდა მიხვიდეთ ექიმთან.
ვაქცინაციის შესაძლო რეაქციებია: ტკივილები და ჩხვლეტის ადგილზე დაწოლის შეგრძნება, გაწითლებული კანი ან გასიება. შესაძლოა გამოიწვიოს აგრეთვე დაღლილობა, თავის ტკივილები, სიცხე, ციებ-ცხელება, გულისრევა და კუნთების ტკივილები..
ყველა გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია! მაგალითად ყველა ვაქცინა ზოგჯერ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ასტრა-ზენეკასა და ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინებით აცრისას იშვიათ შემთხვევებში ადგილი ქონდა სისხლის შედედებას. ფირმა მოდერნას ვაქცინა სპიკევაქსითა და ბაიონტეხ / პფაიზერის ვაქცინა კომირნატით აცრისას იშვიათ შემთხვევებში ადგილი ქონდა გულის კუნთისა და გულის პარკუჭის მსუბუქი ფორმით ანთებას. რადგან ეს შემთხვევები უმეტესად 30 წლამდე ასაკის ადამიანებში იყო, ამ ხალხს უნდა გაუკეთდეს ბაიონტეხ / პფაიზერის ვაქცინა კომირნატი, რადგან ამ ვაქცინას უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს ვიდრე მოდერნას ვაქცინა სპიკევაქსს.
თვით პირველი აცრაც კი იცავს დაავადების რთულად ან სასიკვდილო მიმდინარეობისაგან. ეს რამდენიმე კვირა გრძელდება და არ არის საკმარისი, ამიტომ უნდა მოხდეს მეორე აცრის გაკეთებაც. პირველი აცრისთანავე დაგენიშნებათ მეორე აცრის ტერმინი.
ბაიონტეხ / პფაიზერის და მოდერნას mRNA ვაქცინებით, აგრეთვე ასტრა ზენეკას ვაქსერვია ვაქცინით მეორედ აცრის შემთხვევაში ხდება დაავადების რთული, (საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროების) 90% თავიდან აცილება, აგრეთვე ხდება დაავადების გადადების 75% ით თავიდან არიდება.
ექსპერტების აზრით მეორე აცრიდან ნახევარი წლის გასვლამდე უნდა მოხდეს აცრის (,,განახლება“), რადგან 6 თვის გასვლის შემდეგ ვაქცინის მოქმედება სუსტდება. ეს ყველა ადამიანს ეხება.
ესეა სხვა აცრებზეც. მაგალითად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხდება ყოველ წელს, ხოლო ტეტანუსის (გაშეშების) საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყოველ 10 წელიწადში.
დიახ. ასაკის მატებასთან ერთად იკლებს ორგანიზმის თავდაცვის უნარიანობა. ვაქცინების შესახებ არსებული მონაცემების მიხედვით, ევროკავშირში დაშვებული ვაქცინებით ხანდაზმულ ასაკშიც შესაძლებელია საკმარისი დაცვა.
დიახ. მიუხედავად იმისა რომ ალბათობა ძალიან დაბალია, გადატანა მაინც შესაძლებელია. ამჟამინდელი ცოდნით აცრილ პირებთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს
დიახ. მაგრამ ასეთ შემთხვევაში აცრა რეკომენდირებულია პოზიტიური PCR ტესტის (ხახის ნაცხის) აღებიდან სამი თვის შემდეგ, რათა მოხდეს არსებული იმუნიტეტის ვირუსის საწინააღმდეგოდ გააქტიურება. თუ სისხლის გამოკვლევისას კოვიდ 19 ანტისხეულები
დადგინდება, შესაძლებელია აცრა მოხდეს სისხლის გამოკვლევიდან 4 კვირის შემდეგ.
ვინც პირველ და მეორე აცრებს შორის კორონათ დაავადდება, უნდა დაიცვას ზემოთ დასახელებული წესები, იგივე რეკომენდაციები გაიცემა აცრის (,,განახლებისას“).
დიახ. არსებული ქცევის ნორმები მიმდინარე პანდემიურ სიტუაციაში რჩება უცვლელი. აცრის შემდეგაც შესაძლებელია კორონას გადატანა. ამისათვის უსაფრთხოების ნორმები კვლავ ძალაში რჩება.
თქვენ დაცული ხართ მძიმე ან მომაკვდინებელი ფორმით კორონა-ვირუსის დაავადების მიმდინარეობისაგან. აცრის შემდგომ კორონა ვირუსით ინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია. ძალიან დაბალია ალბათობა იმის შესახებაც, რომ თქვენ სხვა ადამიანებს დაავადებთ.
გარდა ჯანმრთელობის დაცვისა, თქვენ შეგეძლება ბევრი ისეთი გასართობებით თავისუფალი დროის გატარება, რომლებიც აცრის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. თუ თქვენ დაამტკიცებთ აცრილობას შეგეძლებათ კვლავ წახვიდეთ კაფეში, შეხვდეთ მეგობრებს და დატკბეთ თავისუფალი დროით.
არსებობს პანდემიის დაძლევის სხვადასხვა მოდელები, ესენია 3G, 2G, და 2G+.
3G ნიშნავს რომ დაიშვებიან ის პირები, რომლებიც არიან: ან აცრილები, ან გამოჯანმრთელებულები, ან იმ დღეს ნეგატიურად გატესტილი (სწრაფი / ანტიგენ ან PCR ტესტით).
2G ნიშნავს რომ დაიშვებიან ის პირები, რომლებიც არიან აცრილები ან გამოჯანმრთელებულები.
2G+ ნიშნავს რომ დაიშვებიან ის პირები, რომლებიც არიან ან აცრილები, ან გამოჯანმრთელებულები და თუ ესენი აქტუალურ ნეგატიურ (სწრაფ / ანტიგენ ან PCR) ტესტის შედეგს წარმოადგენენ.
რა რისკები არსებობ?
მოხუცები და ავადმყოფები დიდი რისკის წინაშე დგანან რომ ისინი კოვიდ-19 მძიმე ფორმით დაავადდებიან ან გარდაიცვლებიან. პირები, რომელთაც სხვა ადამიანებთან ხშირი კონტაქტი აქვთ, განეკუთვნებიან ინფეციური რისკის ჯგუფს. ასეთს მიეკუთვნებიან მაგალითად ექიმები, ავადმყოფის მომვლელები, საერთო საცხოვრებელში მცხოვრები პირები, პოლიცია და მასწავლებლები.
ადამიანები რომლებიც საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ, დგანან დაინფიცირების მაღალი რისკის წინაშე, რადგან მათ მცირე სივრცეში ერთმანეთთან კონტაქტი უწევთ. ეს ძალიან აძნელებს მანძილის დაცვას. იზრდება გადადების რისკები. აქედან გამომდინარე აცრა ძალიან მნიშვნელოვანია.
არა! ვაქცინები დიდი ხნის წინ მოხალისეებზე იქნა გამოცდილი. ამ დროის განმავლობაში მთელს მსოფლიოში უკვე 8,5 მილიარდი ვაქცინაა (2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით) გაკეთებული. ეს ნიშნავს რომ კოვიდ-19 დაცვისათვის მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ან მეტი უნდა იყოს აცრილი.
დიახ. რადგან თქვენთვის კოვიდ-დაავადების რთულ ფორმებში მიმდინარეობის ალბათობა დიდია, სწორედ ამიტომ უნდა აიცრათ. დაავადებული ადამიანები გერმანიაში სწორედ პირველები აცრეს.
აცრების მუდმივმოქმედი კომისია რეკომენდაციას იძლევა ორსულების (ორსულობის ორი მესამედი პერიოდიდან, ესეიგი 4. თვიდან) და მეძუძური, აუცრელი დედების აცრაზე.
აცრების მუდმივმოქმედი კომისია რეკომენდაციას უწევს ძირითადი იმუნიზირების პროცესს კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო mRNA, ბაიონტეკი / პფაიზერის ვაქცინა კომირნატის ორი დოზით. ორსული ქალები, მიუხედავად მათი ასაკისა უნდა აიცრან კომირნატით და არა სპიკევაქსით. თუ ორსულობა დადგინდა იმ დროს როდესაც ქალაბატონს უკვე გაკეთებული აქვს ერთი აცრა, მაშინ მეორე აცრა კეთდება ორსულობის 4. კვირას.
ფირმა ბიონტეხ / პფაიზერ დაშვებულია ბავსვებისა და ახალგაზრდებისათვის 12 წლიდან. ევროკავშირში ეს ვაქცინა დასაშვებია 5 დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რომლებსაც უკეთდებათ სპეციალური საბავშვო დოზა.
ადმიანები, რომლებიც თავს ცუდად გრძნობენ, მომატებული (38,5 C ან მეტი) აქვთ ტემპერატურა, ასეთების აცრა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი კვლავ გამოჯანმრთელდებიან.
არა. არ არსებობს არცერთი სამეცნიერო კვლევა იმის შესახებ რომ აცრა უნაყოფოს ხდის.
ეს მოხდა ერთ ვაქცინაზე, რადგან სურდათ ზოგიერთი ვაქცინის შესაძლო გართულებების გამოკვლევა. ყველა ადამიანის უსაფრთხოება ეს უმნიშვნელოვანესია. ამიტომ ხდება ასე დაწვრილებით კვლევა.
როგორ შემიძლია ავიცრა
დიახ. ნიდერზაქსენში არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობები რომ აცრაზე ჩაეწერო. შესაძლოა დანიშნოთ ვიზიტი ექიმის ამბულატორიაში სადაც აცრები მიმდინარეობს, ან ვიზიტზე ჩაწერის გარეშე შეგიძლიათ მიხვიდეთ მასობრივ აცრის ღონისძიებებზე. რომლებიც მობილირი ჯგუფების მიერ ტარდება. თუ როდის სად ტარდება ასეთი ღონისძიებები გაიგებთ ინტერნეტიდან:
https://www.impfen-schuetzen-testen.de/impfen/
გარდა ამისა, ნიდერზაქსენში ყველასთვის, ვისაც კორონას საწინააღმდეგო აცრებთან დაკავშირებული ინფორმაციების მიღება სურს არსებობს ცხელი ხაზი.
ცხელი ხაზის ნომერია: 0800 99 88 665
ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან შაბათამდე 8:00 დან 20:00 საათამდე.
კვირას და სადღესასწაულო დღეებში ცხელი ხაზი არ მუშაობს.
აცრების შესახებ გერმანულ ენოვანი გვერდი:
https://impfportal-niedersachsen.de
ნიდერზაქსენის ექიმთა ცნობარში შეგიძლიათ იპოვოთ ექიმები, რომლებიც სხვადასხვა ენებზე საუბრობენ.
ყოველ ადამიანს აქვს უფლება აცრამდე გაიაროს ექიმთან კონსულტაცია. ეს წესი ვრცელდება ყველა იმ ადგილზე სადაც ტარდება აცრა, ოჯახის ექიმის ამბულატორიასა და აცრის ცენტრებში. მოხდება ყველა კითხვის განხილვა რომლებიც გექნებათ. თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ აცრის გაკეთება, მაშინ კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ოჯახის ექიმს.
გერმანიაში აცრებს ატარებენ აგრეთვე მობილური ჯგუფები, ექიმები, სპეცციალისტები, საწარმოებისა და კერძო ექიმები. 2022 წლის გაზაფხულზე კოვიდ-19 საწინააღმდეგო აცრების ჩატარების უფლებას მიიღებენ აფთიაქარები და კბილის ექიმებიც.
მობილურ აცრის ჯგუფები მიეკუთვნებიან ვაქცინაციის ცენტრებს და ისინი შედგებიან ექიმებისაგან, რომლებიც მიდიან ისეთ ადგილებში, როგორებიცაა მაგალითად მოვლისა- და მოხუცთა თვშესაფრები, ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლები ან ისეთი დასახლებები სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა ძალიან ვიწრო სივრცეში ცხოვრობს. ისინი ადგილზე, სამედიცინო პირობების გათვალისწინებით ახდენენ აცრებს. ამჟამად ნიდერზაქსენში აცრის 200 მობილური ჯგუფია.
სამართლებრივი საკითხები
ძირითადად დიახ. აიცრები თუ არა გერმანიაში კოვიდის წინააღდეგ ამას შენ წყვეტ. თუ გარკვეულ პროფესიებში გსურთ მუშაობა, მაშინ არსებობს სავალდებულო აცრებიც და ეს ძალაში შედის 2022 წლის 15 მარტიდან და ეხება ისეთ პროცესებს, რომლებიც მუშაობენ ჯანდაცვის სფეროში ან მოვლის დაწესებულებებში.
ვინც არ არის აცრილი, ყოვედღიურ ცხოვრებაში აქვს შეზღუდული შესაძლებლობლობები.
არსებობს პანდემიის დაძლევის სხვადასხვა მოდელები, ესენია 3G, 2G, და 2G+.
3G ნიშნავს რომ დაიშვებიან ის პირები, რომლებიც არიან: ან აცრილები, ან გამოჯანმრთელებულები, ან იმ დღეს ნეგატიურად გატესტილი (სწრაფი / ანტიგენ ან PCR ტესტით).
2G ნიშნავს რომ დაიშვებიან ის პირები, რომლებიც არიან აცრილები ან გამოჯანმრთელებულები.
არა. არავინ დაისჯება. აცრა ნებაყოფლობითია.
არა. აიცრები თუ არა, ამისათვის არ დაისჯები და ეს არანაირი გავლენას არ ახდენს მიმდინარე პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლობის პროცესზე.
მუდმივმოქმედი აცრების კომისია (STIKO) იძლევა გერმანიისათვის აცრის შესახებ რეკომენდაციებს. კომისია შედგება 16 მოხალისე ექსპერტებისაგან. კომისია განიხილავს დაცვითი აცრების საკითხებს, ინფექციურ დაავადებებს და იძლევა აცრების შესახებ რეკომენდაციებს.